თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალთან კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალთან კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს. თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ „მთავარ არხს“ მოქალაქემ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩაცხრილული.
კორპუსში მოკლული პირები 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი არიან.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მთავარი მომხდარი შესახებ დეტალებს შესაბამის უწყებასთან აზუსტებს.