ეკონომიკა

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

12 ნოემბერი, 2026 - 19:25

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის დასაჩქარებლად 50 მილიონ ევრომდე გამოყოფს. ამ დაფინანსების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ ახლა დავაჩქარებთ მუშაობას შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბზე, რომელსაც ექნება დასრულების მკაფიო ვადები და მიზნობრივი დაფინანსება 50 მილიონი ევროს ოდენობით“, - განაცხადა ურუსულა ფონ დერ ლაიენმა.

ჰაბის მთავარი ამოცანა საზღვაო მეთვალყურეობის, ინფორმაციის გაცვლისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის წყალქვეშა კაბელებისა და გაზსადენების დაცვის გაძლიერება იქნება. ევროკომისიის ცნობით, პროექტი მოიცავს სატელიტურ დაკვირვებას, წყალქვეშა სენსორებსა და სადაზვერვო დრონებს.

ჰაბის ამოქმედება 2027 წელსთისაა დაგეგმილი. ჰაბისთვის განკუთვნილი 50 მილიონი ევროს გარდა, ევროკავშირი რუმინეთსა და ბულგარეთს შავ ზღვაში სამძებრო-სამაშველო შესაძლებლობების გასაძლიერებლად 10-10 მილიონ ევროს გამოყოფს. ფონ დერ ლაიენმა რუმინეთის დაფინანსების შესახებ 9 ნოემბერს განაცხადა, ბულგარეთის შესახებ კი - 10 ნოემბერს, ვარნაში.

 საერთო ჯამში, შავ ზღვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროკავშირის მიერ გამოცხადებული დაფინანსება 70 მილიონ ევრომდე აღწევს. ტექტსშ ნათქვამია, რომ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ოქტომბერში, ბულგარეთის სანაპიროსთან რუსული დრონების მიერ ოთხ სავაჭრო გემზე მიტანილ იერიშებს მოჰყვა, რის შედეგადაც ორი ხომალდი ჩაიძირა.