2026 წელს, თბილისში დღიურად რეისების რეკორდული რაოდენობა 9 აგვისტოს დაფიქსირდა - 206 რეისი, მგზავრების - 16 აგვისტოს - 23,483 მგზავრით
TAV Georgia-მ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
"დღეისთვის არსებული პროგნოზით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წელს 5,4(+) მილიონი მგზავრით ჩახურავს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1%- იანი ზრდაა. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქ წლის ბოლომდე 1,3 (+) მილიონიანი მგზავრთნაკადია მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ორივე აეროპორტის ჯამური მგზავრთნაკადი წლის ბოლომდე 6,7 მილიონს გადააჭარბებს. რეისების მხრივ კი წინასწარი გათვლებით თბილისში 3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ბათუმში კი 12%-იანი. გაფართოვდა მიმართულებების არეალიც: თბილისიდან რეისები სრულდება 80 მიმართულებით (62 სამგზავრო და 12 სატვირთო), ხოლო ბათუმიდან 41 მიმართულებით.
2026 წლის განმავლობაში თბილისში დღიურად რეისების რეკორდული რაოდენობა 9 აგვისტოს დაფიქსირდა (206 რეისი), ხოლო მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 16 აგვისტოს (23,483 მგზავრი). ბათუმში რეისების მხრივ რეკორდული იყო 3 სექტემბერი (118 რეისი), ხოლო მგზავრების რაოდენობის პიკი 13 აგვისტოს (11,005 მგზავრი) დაფიქსირდა." | აცხადებენ TAV Georgia-ში.