კრიმინალი

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

12 ნოემბერი, 2026 - 19:42

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ასევე სამი წლით აეკრძალა საქმიანობის უფლება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ცნობისთვის, ინციდენტის დროს გურამ როგავა აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასა და სამართალდამცველების მხრიდან მონაწილეთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებს აშუქებდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მიირბინა მასთან ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა და რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც ჟურნალისტი მიწაზე დაეცა. სახისა და თავის არეში მიღებული დაზიანებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ როგავა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.