თბილისის საჯარო სკოლაში 76 წლის მასწავლებელი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
„სანდო წყაროს“ ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-8 კლასელმა მოსწავლემ, მეგობრის დახმარებით გადაღებული ვიდეომტკიცებულების საფუძველზე, პოლიციას მიმართა და ფიზიკის 76 წლის მასწავლებელი (რომელიც სასწავლო ნაწილის გამგეც არის) გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პედაგოგი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის დაკავებული და პატიმრობაში იმყოფება.
მშობლები აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს. მათი თქმით, ბრალდებული სკოლაში უკვე 55 წელია მუშაობს და იმედს იტოვებენ, რომ ფაქტი არასწორად შეფასდა.