უცხოეთი

მარინ ლე პენი ამბობს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას | Reuters

16 ნოემბერი, 2026 - 21:28

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი უკრაინის ელჩს შეხვდა და განაცხადა, რომ თუ მომავალ გაზაფხულზე პრეზიდენტად აირჩევენ, საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინისთვის მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. რაც შეეხება ფინანსურს, ლე პენის თქმით, საფრანგეთს ამის რესურსი არ აქვს.

Reuters-ის თანახმად, ლე პენი პირობას დებს, რომ შეასრულებს უკრაინის მიმართ უკვე აღებულ ვალდებულებებს, ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხთან დაკავშირებით. მან უკრაინის ელჩს სთხოვა გადაეცა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ მზად არის მას პირადად შეხვდეს ბრიუსელში, ან პარიზში.