პოლიტიკა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა "აფხაზი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების" საბაბით მოქალაქე დააკავა

5 სექტემბერი, 2026 - 12:12

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა "აფხაზი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების" საბაბით რომან დარსალია დააკავა. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინტერნეტ-მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს "აფხაზი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების ფაქტი".

"უკრაინელ ბლოგერთან პირდაპირი ეთერის დროს დარსალიამ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მან გააჟღერა ვერსია, რომ აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის დროს, აფხაზებმა თითქოს „ქართველების გენოციდი მოაწყვეს“. ამჟამად დაკავებულის მიმართ ტარდება აუცილებელი შემოწმების ღონისძიებები. თავად დარსალიამ ნათქვამი სიტყვების გამო აფხაზ ხალხს უკვე მოუხადა ბოდიში." | აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

"უწყებამ" დარსალია ე.წ. აღიარების ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინელმა ბლოგერმა მისი კომენტარი "დაამონტჟა" და სინამდვილეში ის "ქართველების მიერ აფხაზების გენოციდზე" საუბრობდა. დარსალიას თქმით, "ნანობს და ბოდიშს იხდის რუსეთისა და რუსი ხალხის ნეგატიურად მოხსენიებისთვის"