კრიმინალი

გოგა აფციაური: გორის მუნიციპალიტეტში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა

6 სექტემბერი, 2026 - 12:55

გორის მუნიციპალიტეტში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა | ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, გოგა აფციაური ავრცელებს.

“კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. შეგნებულად არ ვამბობ სკოლას და მოსწავლის ვინაობას. მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და შესაძლოა ჯერ არ იცოდნენ. ნებისმიერი მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია“ | წერს გოგა აფციაური სოციალურ ქსელში.

როგორც "მთავარს" შსს-ში უთხრეს მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.