კრიმინალი

გვიან ღამით გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

31 აგვისტო, 2026 - 13:18

გვიან ღამით გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს | ინფორმაციას გამოცემა ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა, დაჭრილი კაცი კი გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა) მუხლით მიმდინარეობს.