უცხოეთი

რუსლან კრავჩენკო უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგა

8 სექტემბერი, 2026 - 09:18
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო | ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
 
"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეგნებულად მივიღე. არ მინდა რომ ჩემი თანამდებობა პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული" - წერს რუსლან კრავჩენკო.
 
კრავჩენკოს გადადგომის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეროვნული ანტიკორიფცული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ კორუფციის საქმეზე დაწყებული გამოძიება და სპეციალური ოპერაცია. ოპერაციის ფარგლებში გაიჩხრიკა კრავჩენკოს სახლი, ასევე ჩხრეკა ჩატარდა მისი მოადგილის, მარია ვდოვჩენკოსა და ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ კიპერის სახლებში