საქართველოში ერთი საათის შუალედით დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგები თბილისის დროით 04:52 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ახალქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ ბეჟანოში იყო. სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.
მეორე მიწისძვრა კი 05:09 საათზე მოხდა. ეპიცენტრი იყო ქალაქ ახალქალაქის ჩრდილოეთით 18 კილომეტრში, სოფელ ალათუმანთან, სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.