უცხოეთი ციტატა

დღეს რუსეთმა ტელეარხის შენობა დაბომბა, პირდაპირ მაშინ, როცა ჟურნალისტები ეთერში იყვნენ

8 სექტემბერი, 2026 - 14:30 · ზელენსკი

დღეს რუსეთმა ტელეარხის შენობა დაბომბა, პირდაპირ მაშინ, როცა ჟურნალისტები ეთერში იყვნენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. 

"დღეს რუსეთმა მედია დაბომბა. დრონმა იერიში მიიტანა ტელემარათონ „Єдині новини“-ს ტელეარხ „Ми – Україна“-ს შენობაზე. პირდაპირ შუადღისას. სწორედ მაშინ, როდესაც ჟურნალისტები ეთერში იყვნენ. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. ადგილზე მუშაობს ყველა საჭირო სამსახური. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ამ დროისთვის ცნობილია 5 დაშავებულის შესახებ. სამწუხაროდ, ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

„შაჰედები“ მედიის წინააღმდეგ - ეს რუსული დეგრადაციის ახალი ფურცელია და ამაზე ევროპისა და მსოფლიოს რეაქცია აუცილებლად უნდა იყოს. დაუსჯელი არ უნდა დარჩეს არცერთი დარტყმა უკრაინასა და უკრაინელებზე - სიცოცხლეზე. რუსეთი უნდა შევაჩეროთ, და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით" - წერს ზელენსკი.