აშშ-ის სანქციების სიაში თბილისში მფრინავი ორი ავიაკომპანიაც მოხვდა
აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული სანქციების სიაში თბილისში მფრინავი ორი ავიაკომპანიაც მოხვდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ესენია Varesh Airlines და Sepehran Airlines.
ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანის საავიაციო სექტორში 36 ორგანიზაცია დაასანქცირა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები დაუწესდა იმ კომპანიებს, რომლების ირანის საავიაციო სექტორს ეხმატრებიან და რომელთაც ირანის ხელისუფლება იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასატანად იყენებს.
“დღეს სანქციები შემოვიღეთ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ ავიაკომპანია Mahan Air-ის მხარდაჭერას. ეს იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც საქმეს იჭერს დანარჩენ ირანულ ავიაკომპანიებთან - თქვენ გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის რისკის ქვეშ ხართ" | განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.