უცხოეთი

ჩრდილოეთ კორეამ იონბიონის მთავარ ბირთვულ კომპლექსში ურანის გამდიდრების ახალი ობიექტი ააშენა

9 სექტემბერი, 2026 - 12:09
ჩრდილოეთ კორეამ იონბიონის მთავარ ბირთვულ კომპლექსში ურანის გამდიდრების ახალი ობიექტი ააშენა, რომელიც შესაძლოა 28-მდე ცენტრიფუგის კასკადს იტევდეს. ამასთან, ფხენიანმა კანგსონის გამდიდრების ობიექტის გაფართოებული ნაწილი უკვე აამოქმედა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს.
 
IAEA-ს ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რამდენიმე ლოკაციაზე ბირთვულ ინფრასტრუქტურას მუდმივად აფართოებს.
 
სააგენტომ იონბიონში ახალი, ორსართულიანი შენობა აღმოაჩინა და დაადგინა, რომ ის კომპლექსში ურანის გამდიდრების მეორე ობიექტია. IAEA-მ შენობის იდენტიფიცირება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებისა და სატელიტური სურათების შედარების შედეგად შეძლო. ფოტოებზე ჩანს, რომ გაზის ცენტრიფუგების კასკადები შენობის როგორც ზედა, ისე ქვედა სართულზეა დამონტაჟებული. ობიექტში შესაძლოა 28-მდე ასეთი კასკადის განთავსება იყოს შესაძლებელი.
 
IAEA აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ეს განვითარება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს.