აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია Sepehran Airlines-მა 9 სექტემბერს თეირანიდან თბილისში რეისი შეასრულა
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანია Sepehran Airlines-მა 9 სექტემბერს თეირანიდან თბილისში რეისი შეასრულა | ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებით, თვითმფრინავი 11:51 საათზე ჩამოფრინდა.
8 სექტემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა 27 ირანული ავიაკომპანია დაასანქცირა. მათ შორისაა Sepehran Airlines.
თბილისის აეროპორტის ვებსაიტის მონაცემებით, 9 სექტემბერს თეირანიდან სანქცირებული ავიაკომპანიების კიდევ ორი რეისია დაგეგმილი. ორი რეისის შესრულებაა დაგეგმილი თეირანიდან ბათუმის მიმართულებითაც.