უზენაესი მთავარსარდლის, პუტინის მიერ 9 მაისის აღლუმზე მოწვევის მიღების შემდეგ, გადავწყვიტე არბატის მოხალისეთა კორპუსში მემსახურა. შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვექმნა „გეორგიევსკი" | ფაცხალაძე
"ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი იყო - სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ ჩემი სიმართლისმოყვარეობის, მკაცრი პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო დავექვემდებარე უპრეცედენტო ზეწოლას. მე ორჯერ შემიყვანეს აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიებში. თუმცა ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის ბოძებული ორდენივითაა.
უზენაესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის მიერ 2025 წლის 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე მოწვევის მიღების შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე არბატის მოხალისეთა კორპუსში მემსახურა, სადაც ცხრა თვე გავატარე. ხოლო „არბატში“ სამსახურის დასრულების შემდეგ, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა საერთაშორისო მოხალისეთა რაზმი „გეორგიევსკი" - განუცხადა ოთარ რომანოვ ფარცხალაძემ კრემლის პროპაგანდისტულ tass-ს.