უცხოეთი

ევროკავშირის სასამართლომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მესამე სარჩელიც უარყო და სანქციები ძალაში დატოვა

9 სექტემბერი, 2026 - 14:10

ევროკავშირის სასამართლომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მესამე სარჩელიც უარყო და მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა.

ლუქსემბურგში მდებარე ევროკავშირის გენერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა შავი სიიდან მისი სახელის ამოღებისა და რეპუტაციული ზიანისთვის 1 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდის შესახებ.

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აბრამოვიჩი ფლობს მნიშვნელოვან წილებს მეტალურგიულ გიგანტებში - Evraz-სა და Norilsk Nickel-ში. აღნიშნული სექტორი კი კრემლისთვის და უკრაინაში ომის წარმოებისთვის შემოსავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს.