საზოგადოება

კობახიძის განკარგულებით, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე 806 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა

9 სექტემბერი, 2026 - 14:12

კობახიძის განკარგულებით, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, №30ა-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 806 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს 1 ლარად გადაეცა. განკარგულება 4 სექტემბრით თარიღდება. საქართველოს საპატრიარქოს საპრივატიზაციო თანხის, 1 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში განესაზღვრა.

"სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 და 3¹ პუნქტებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული წინაპირობების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა №30s-ში მდებარე 806 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით – 109.85 კვ/მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.12.12.033.047), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის – 1 ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება." - ნათქვამია კობახიძის განკარგულებაში.