პოლიტიკა ციტატა

გასაკვირი არაფერია, რომ მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული

31 აგვისტო, 2026 - 13:54 · წილოსანი მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე

“ის ფაქტი, რომ მამუკა მდინარაძის ფაქტორიდან გამომდინარე, სამთავრობო სტრუქტურა კონკრეტულ ცვლილებას გადიოდა, ზუსტად პრემიერმინისტრის თქმითვე იყო დადასტურებული, რომ სწორედ მამუკა მდინარაძის ფიგურას, მის გამოცდილებას და კომპეტენციებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის და თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება. უმნიშვნელოვანესი ცვლილებები იქნება, მათ შორის, რეგიონულ სამინისტროსთან დაკავშირებით. სამთავრობო ცვლილებები გველოდება ამ კუთხით, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც იყო დაანონსებული...სხვადასხვა მიმართულებით, ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია, თუ რეგიონული განვითარების შესახებ კოორდინაციის ფუნქცია, იმდენად დიდი დატვირთვის იყო, რომ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, თავის დროზე, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, ალბათ, ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს, ამ ეტაპზე აღარც იქნება მოაზრებული" | ამბობს ნინო წილოსანი