უცხოეთი

ბათუმიდან აფრენილი კერძო თვითმფრინავი შავ ზღვაში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ავარიულად დაეშვა | Reuters

9 სექტემბერი, 2026 - 16:41

საქართველოდან მიმავალმა კერძო თვითმფრინავმა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, შავ ზღვაში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავი ბათუმიდან, ჩრდილოეთ თურქეთში მდებარე ორდუ-გირესუნის აეროპორტის მიმართულებით აფრინდა, თუმცა ეკიპაჟი იძულებული გახდა, რიზეს რაიონის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაშვებულიყო | ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"განგაშის სიგნალის მიღებისთანავე, თურქეთის სანაპირო დაცვის ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ მითითებულ კოორდინატებზე და ზღვიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადარჩენილები სამედიცინო შემოწმების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს." | წერს Reuters