საზოგადოება

რუსეთის მხარეს მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი იბრძვის - მათ ბესიკ დანელიამ და ქართველმა ე.წ. მოხალისეებმა ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში დახმარება ჩაუტანეს

9 სექტემბერი, 2026 - 18:52
რუსეთის მხარეს მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი იბრძვის - მათ ბესიკ დანელიამ და ქართველმა ე.წ. მოხალისეებმა ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში დახმარება ჩაუტანეს | ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
 
გამოცემა ბესიკ დანელიას მოიხსენიებს, როგორც "ქართველ საზოგადო მოღვაწეს" და წერს, რომ ქართველებმა რუს მებრძოლებს მოტოციკლეტები და საველე სამლოცველოები გადასცეს.
 
"ჩვენ ჩამოვედით დონეცკის რესპუბლიკაში, რათა გვენახა ჩვენი ძმები, რომლებიც წინა ხაზზე სამშობლოს იცავენ. ჩვენ მებრძოლებს ჰუმანიტარული დახმარება ჩამოვუტანეთ, რომელიც, ჩვენი რწმენით, მათ დაეხმარება“ | ამბობს დანელია პროპაგანდისტულ გამოცემასთან.
 
ოკუპირებული დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, მათ "ქართული დელეგაცია" ესტუმრა, რომლებმაც "ღიად აირჩიეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარე".
 
"ჩვენთან ჩამოვიდა ქართული დელეგაცია, რომელმაც მოიტანა ჰუმანიტარული დახმარება. ისინი ამას ღიად აკეთებენ. ამაყობენ იმით, რომ მხარს უჭერენ და აირჩიეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარე" - ამბობს ანდრეი კრამარი.