ქართული ეროვნული ლეგიონის მებრძოლები ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონმდებლობით გასამართლდებიან | რომანოვ-ფარცხალაძე
რუსების ომში წასული ფარცხალაძე "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლებს ემუქრება, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან - "ომის დამნაშავეები არიან და თავიანთ უკანონობაზე პასუხს აგებენ" - აცხადებს ის.
ფარცხალაძემ ეს კომენტარი კრემლის მედია tass-ს მისცა და თქვა:
"ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ ნათელია: ისინი ომის დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და გასამართლდებიან რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად" | ამბობს რომანოვ-ფარცხალაძე.
მან რამდენიმე დღის წინ დანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს