გპირდებით, თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქე 5000 დოლარის დივიდენდს მიიღებს | ტრამპი
გპირდებით, თუ რესპუბლიკელები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გაიმარჯვებენ, ჩვენი ეკონომიკური წარმატებების დამსახურებით, აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქე 5000 დოლარის დივიდენდს მიიღებს | განაცხადა დონალდ ტრამპმა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ დალასში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
"წარმოიდგინოთ, რომ კანდიდატთა სიაში მეც ვარ" | ასე მიმართა მან ამერიკელ ამომრჩევლებს. მისი თქმით, რესპოუბლიკური პარტიის დამარცხების შემთხვევაში ამერიკელები დაკარგავენ საზღვრებს, სიმდიდრესა და უსაფრთხოებას.
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.