პოლიტიკა ციტატა

არიან ადამიანები, რომელთათვისაც კორუფცია არის ორგანული და არც კი ესმით, რატომ შეიძლება გუნდი იყოს გაბრაზებული ყოფილ ლიდერზე | კობახიძე

10 სექტემბერი, 2026 - 14:25
"იყო უამრავი პრობლემა და ამ პრობლემებს ვერავინ ვერ გადაფარავს ყალბი კამპანიებით. იყო სერიოზული პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის, გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმის გამო, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უბრალოდ არ ესმით, რომ კორუფცია არის ცუდი და რატომ შეიძლება ვიღაცა იყოს შენზე გაბრაზებული იმის გამო, რომ შენ იყავი ჩართული კორუფციაში.
რაც შეეხება გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, ამას აქვს ერთადერთი შეფასება, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხი.
რადგან მე კონკრეტული ფაქტი არ მაქვს [ვინ შეიძლება იდგეს კამპანიის უკან], შეიძლება ჰქონდეს სამართალდამცავ უწყებებს. მე შემიძლია ვარაუდებით ვისაუბრო... იმდენად მგრძნობიარე საკითხს ეხება ეს კამპანია, რომ შეიძლება თავისუფლად მიეცეს სამართლებრივი განვითარება, თუმცა ეს ყველაფერი არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი" - ამბობს კობახიძე.
 
ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა ციხიდან გავრცელებულ ერთ-ერთ წერილში დაწერა, რომ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით მას გაზეთი "ასავალ-დასავალი" შეუგზავნეს და აჩვენეს მასში გამოქვეყნებული ინტერვიუ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძესთან. ინტერვიუში ლაზარე ჯორბენაძე ამტკიცებდა, კობახიძემ ხელი მოაწერა დავით გარეჯის ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის დოკუმენტს.