NATO-ს მოკავშირეებმა არქტიკულ წყლებში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საიდუმლო ოპერაცია ჩაშალეს | Reuters
NATO-ს მოკავშირეებმა არქტიკულ წყლებში, შპიცბერგენის არქიპელაგთან ახლოს, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საიდუმლო ოპერაცია ჩაშალეს | როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარი სამმართველო ამ რაიონში განსაკუთრებული ტექნოლოგიის გამოცდას გეგმავდა, რაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის ერთობლივი ძალისხმევით აღიკვეთა. კერძოდ, რუსული წყალქვეშა ნავები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყალქვეშა კაბელების მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, საიდუმლო იარაღის გამოყენებით წვრთნებს ატარებდნენ.
გამოცემის ინფორმაციითვე, აღნიშნული კაბელები რეგიონში გლობალურ ინტერნეტ კავშირსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
NATO-ს მოკავშირეები რუსულ ხომალდებს ზღვაშივე აედევნნენ და დივერსიების მოწყობის საშუალება არ მისცეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაციაში ჩართული რუსული ხომალდების სატელიტური ფოტოებიც გაავრცელა.