შავ ზღვაში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა
შავ ზღვაში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა | აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, სატვირთო გემ Tedy-ზე 9 სექტემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც 2 აზერბაიჯანელი დაიღუპა და კიდევ 2 დაშავდა. ისინი უკრაინის ქალაქ ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუსახელებია ქვეყანა, რომელმაც გემზე იერიში მიიტანა. თუმცა, დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის რეზუმეში განაცხადა, რომ შავ ზღვაში „დარტყმა განხორციელდა ორ სატვირთო გემსა და მათ გამცილებელ ბუქსირზე, რომლებსაც ტვირთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაჰქონდათ“.
საზღვაო მონაცემთა ბაზების მიხედვით, გემი Tedy სწორედ ბუქსირის ტიპისაა, რომელიც სომალის დროშის ქვეშ უკრაინის სანაპიროსთან ცურავდა.