რუსეთი ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდებში, როდესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა | რომანოვ-ფარცხალაძე
საქართველოს მოსახლეობის გონიერი ნაწილი არ აჰყვა დასავლეთის მცდელობებს, ჩაენერგა რუსეთის მიმართ სიძულვილი. ის ყოველთვის რუსეთისა და ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება | ამბობს ოთარ-რომანოვ ფარცხალაძე კრემლის პროპაგანდისტულ tass-თან.
"რუსეთი ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდებში, როდესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. რაც უნდა შეეცადონ დღეს დასავლელი კურატორები ქართველებს რუსეთის სიძულვილი ჩაუნერგონ, საღად მოაზროვნე ადამიანები - ისინი კი საქართველოში ძალიან ბევრნი არიან - ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნებიან და არა დასავლური ყალბი ნარატივების" | ამბობს ის.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელმაც რომანოვის გვარი მიიღო და ახლა დანაყოფ "გეორგიევსკის" შექმნასა და უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას გეგმავს, ბოლო დღეებში, რუსული მედიის ინტერესის ობიექტია.