2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17.5 ათასი ბავშვი დაიბადა, 22.2 ათასი ადამიანი გარდაიცვალა | საქსტატი
საქსტატის მონაცემენით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 224 ადამიანი.
2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 715 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330).
2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა.
საქსტატის ცნობითვე, 2026 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2027 წლის მარტის ბოლოს.