პოლიტიკა ციტატა

კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, ოჯახები თავს იკავებენ იმიტომ, რომ დაკავებული არიან ჯერ კარიერით და შემდეგ გეგმავენ | პაპუაშვილი

11 სექტემბერი, 2026 - 14:24

"საქართველოს სტატისტიკა გვაჩვენებს ერთ საინტერესო მოვლენას, რომ საქართველოში მესამე და მომდევნო შვილის სტატისტიკა არის სტაბილურად მაღალი. სხვათა შორის, ეს სტატისტიკა არის მას შემდეგ, რაც ჩვენმა პატრიარქმა, ილია მეორემ თავის დროზე დაიწყო მესამე და შემდეგი შვილის მონათვლის პროცესი. მას შემდეგ ეს სტატისტიკა გაიზარდა და დღემდე მაღალია. სამწუხაროდ, დაბალი სტატისტიკა არის პირველ და მეორე შვილზე, რაც აჩვენებს, რომ ან დაოჯახების რაოდენობაა ნაკლები ან წყვილები პირველ და მეორე შვილთან დაკავშირებით თავს იკავებენ ან გვიან შეეძინებათ ხოლმე. მესამე შვილთან დაკავშირებით სტაბილურად მაღალი სტატიკა ერთ რამეს გვაჩვენებს, რომ მთავარი მოტივატორი და წინაპირობა, მათ შორის დემოგრაფიული პროცესის, არის არა იმდენად სხვადასხვა ეკონომიკური თუ ფინანსური პირობები, არამედ ადამიანური მოტივაცია, რომ ოჯახს ჰყავდეს შვილი, გაზარდოს და ასე შემდეგ. ამას სხვადასხვა მოტივაციები აქვს, როგორც ემოციური, ისე ეკონომიკური. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება, კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, ოჯახები თავს იკავებენ იმიტომ, რომ დაკავებული არიან ჯერ კარიერით და შემდეგ გეგმავენ. დაგეგმვის მიმართ კულტურის შემოსვლა ბავშვის გაჩენის თუ მისი გაზრდის დაგეგმარებაში გადადის. ის, რაც მანამდე სპონტანური, ემოციური იყო, რომ ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ" | თქვა პაპუაშვილმა და გამოეხმაურა საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2026 წლის პირველ ნახევარში შობადობის რიცხვს გარდაცვალების მაჩვენებელი აჭარბებს