უცხოეთი

იემენელმა ჰუთებმა წითელ ზღვაში სტრატეგიული კუნძული დაიკავეს და ბაბ-ელ-მანდების სრუტის ტერიტორიაზე კონტროლი სრულად დაამყარეს | AFP

11 სექტემბერი, 2026 - 14:25
იემენელმა ჰუთებმა დღეს წითელ ზღვაში მდებარე სტრატეგიული კუნძული დაიკავეს, რითაც დაასრულეს ბაბ-ელ-მანდების სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების პროცესი | ინფორმაციას სააგენტო AFP ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს
 
„შეიარაღებული მებრძოლებით სავსე ნავებმა კუნძულ მაიუნს მას შემდეგ მიაღწიეს, რაც სამთავრობო ძალებმა გუშინ უკან დაიხიეს და ის დატოვეს“, | აცხადებს ოფიციალური პირი და აღნიშნავს, რომ საუბარია კუნძულზე, რომელსაც ასევე პერიმს უწოდებენ და რომელიც სრუტეს ორ სანაოსნო დერეფნად ყოფს. თვითმხილველის თქმით, შეიარაღებული პირები „ბაბ-ელ-მანდების სანაპიროს გასწვრივ ნაწილდებიან და სამხედრო მანქანებით გადაადგილდებიან“
 
ჰუთები ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტი მებრძოლების დაჯგუფებაა იემენიდან. მათი მთავარი მიზანია სრული ძალაუფლება იემენში, ბრძოლა აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ და რეგიონში ირანის გავლენის გავრცელება