კრიმინალი

ოზურგეთში სროლის შედეგად 1 პირი მსუბუქად დაიჭრა

11 სექტემბერი, 2026 - 14:26

ოზურგეთში სროლის შედეგად 1 პირი მსუბუქად დაიჭრა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევა დაჭრილის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. როგორც გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, სროლის დროს სახლში დაჭრილი კაცის გარდა მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ცნობილია, რომ კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც მალევე გაწერეს.

როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებულია პირი, რომელმაც ისროლა