საზოგადოება

25 სექტემბერს თბილისში კონცერტის გამართვას გეგმავს თურქი DJ, რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა

11 სექტემბერი, 2026 - 15:14

25 სექტემბერს თბილისში კონცერტის გამართვას გეგმავს თურქი DJ ბერატ მერტ დემირი, რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა

"Berat Mert Demir პირველად ეწვევა საქართველოს და ქართველი მსმენელის წინაშე ცოცხლად წარდგება თავისი გამორჩეული მუსიკითა და პოპულარული ჰიტებით“, - ნათქვამიაBiletebi. ge-ზე გავრცელებულ ანონსში. 

პარალელურად, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიგა ბენია წერს, რომ არტისტი რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა და თბილისში დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდებს: „გვამცნობენ, რომ ეს თურქი დიჯეი თურმე პირველად ჩამოდის საქართველოში. ბერატ მერთი რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთში იმყოფებოდა. აფხაზეთი საქართველო აღარაა? ოკუპაციის შესახებ კანონი გავაუქმეთ?“