უცხოეთი

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევრო დაამტკიცა, რომლითაც ქვეყანას Patriot-ის სისტემების შეძენა შეეძლება

11 სექტემბერი, 2026 - 15:16

ვროკომისიამ უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდი ევრო დაამტკიცა - ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს:

„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6,1 მილიარდი ევრო, რათა დავეხმაროთ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის სისტემების შესყიდვაში. ამ გადაწყვეტილებით, უკრაინას შეეძლება შეიძინოს Patriot-ის სისტემები, რომელიც მას რუსეთის თავდასხმებისგან საკუთარი ცის დასაცავად სჭირდება. ჩვენს წევრ ქვეყნებთან და ნატოსთან ერთად, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა მან მოიპოვოს ის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელსაც იმსახურებს" | წერს X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.