ჯარი უნდა შევაჯანჯღაროთ, დრო მოვიდა. ყველას შევამოწმებთ. ჩვენ ომისთვის ვემზადებით, რათა ეს არ მოხდეს | ლუკაშენკო
"ბელარუსმა ისწავლა სამხედროებისთვის ყველაზე თანამედროვე კავშირგაბმულობის საშუალებების წარმოება. ჩამორჩენა სიკვდილის ტოლფასია.
მე უკვე ვთქვი უბრალო ენაზე: ჯარი უნდა შევაჯანჯღაროთ, დრო მოვიდა. მთელი ჯარი. ყველას შევამოწმებთ. მობილიზაციის ჩათვლით...ჩვენ ომისთვის ვემზადებით, რათა ეს არ მოხდეს" | თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta-ს ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ბრესტის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ამავე ინფორმაციით, ის სამხედრო კავშირგაბმულობის ჯარების სპეციალურ სწავლებებზე დასასწრებად და ახალი ტექნიკის შესამოწმებლად ჩავიდა.