პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე დააკავეს

11 სექტემბერი, 2026 - 18:40

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გიორგი ბარამიძე დააკავეს.

პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლები დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათისთვის მივიდნენ.

"მითხრეს, რომ დაკავებული ვარ სამშობლოს ღალატისთვის" - განაცხადა ბარამიძემ ვიდეოში, რომელიც მისმა ცოლმა გაავრცელა. 

პროკურატურას ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია, უწყებაში 19:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.

7 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებებით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის ამბოდა, აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.