პოლიტიკა

ბოლო 2 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ საქართველოს თავდაცვის მეხუთე ყოფილი მინისტრი დააპატიმრა

11 სექტემბერი, 2026 - 19:12

ბოლო 2 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს თავდაცვის მეხუთე ყოფილი მინისტრი დააპატიმრა.

დღეს პროკურატურამ გია ბარამიძე დააკავა. მანამდე დაკავებულები იყვნენ ბაჩო ახალაია, ირაკლი ოქრუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე.

გიორგი ბარამიძე დღეს პროკურატურამ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა. მის წინააღმდეგ უწყებამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებებით გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო.

ირაკლი ოქრუაშვილი 2025 წლის მაისში, „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დააკავეს. მან აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა და სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

ბაჩო ახალაია 2025 წლის დეკემბერში 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ედება.

ირაკლი ღარიბაშვილი 2026 წლის 12 იანვარს სასამართლო დარბაზში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამო დააკავეს, მას დანაშაული აღიარებული აქვს.

ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დააკავა.