კრიმინალი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

12 სექტემბერი, 2026 - 11:43

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა | გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

10 სექტემბერს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამთენიისას თბილისში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. შსს-ს ცნობითვე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოკლული არასრულწლოვანი 17 წლის დათო ნარიმანიძეა.