მოქალაქეებმა ექიმ მაია კოხტაშვილისთვის საპატიმრო გირაოს თანხა - 50 000 ლარი 1 საათში შეაგროვეს
მოქალაქეებმა ექიმ მაია კოხტაშვილისთვის საპატიმრო გირაოს თანხა - 50 000 ლარი 1 საათში შეაგროვეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილი, ინა იმედაშვილი წერს
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით ერთი ექიმი დააკავეს. მოგვიანებით, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნევროპათოლოგ მაია კოხტაშვილს აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა და უთხრა, რომ ლოგინად ჩავარდნილი დედის ძლიერი ტკივილების გამო მისი კლინიკაში მიყვანა არ შეეძლო. მთივლიშვილის ინფორმაციითვე, "კოხტაშვილის საქმეზე აგენტი-პროვოკატორია ბექა მარტყოფლიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი!"