პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

12 სექტემბერი, 2026 - 17:37

გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.

გიორგი ბარამიძე გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ უწყებამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებებით გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. წარდგენილი ბრალის მიხედვით, ბარამიძეს 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გამოძიების დაწყების საფუძველი მის მიერ იაგო ხვიჩიას გადაცემაში - "საქართველოს დაბადებს" - გაკეთებული განცხადება გახდა. გადაცემაში მან აფხაზეთის ომზე ისაუბრა და ტყვეების გაცვლის საკითხის განხილვისას თქვა, რომ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ "ხვრეტდნენ"