უცხოეთი

პოლონეთის საზღვართან იმ სამგზავრო მატარებელში, რომელსაც დღეს რუსულმა ძალებმა დაარტყეს ბორის ჯონსონი იმყოფებოდა

13 სექტემბერი, 2026 - 18:37
უკრაინული მედიის ინფორმაციით, იმ სამგზავრო მატარებელში, რომელზეც დღეს რუსეთის ფედერაციამ თავდასხმა განახორციელა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი იმყოფებოდა. ჯონსონის გარდა, ამავე მატარებელში იმყოფებოდნენ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი, გიუნტერ ზაუტერი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები სხვა ევროპული ქვეყნებიდან.
 
დღეს პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში რუსეთი სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაესხა თავს.
 
Spiegel-ის ცნობით, ისინი უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, სპეციალური მატარებლით კიევიდან პოლონეთში მიემგზავრებოდნენ.
 
უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის საფრთხის გამო, მგზავრების დროებითი ევაკუაცია განხორციელდა. მოგვიანებით, რუსულმა დრონმა კიევი-ვარშავის მატარებლის ლოკომოტივი დააზიანა. არავინ დაშავებულა.