უცხოეთი ციტატა

მე იმპერიის აღდგენის მომხრე ვარ! რუსი მამაკაცები აღარ გვყოფნის! კიდევ ორი-სამი რესპუბლიკა გვჭირდება | კრემლის პროპაგანდისტი

13 სექტემბერი, 2026 - 19:32

 "მე იმპერიის აღდგენის მომხრე ვარ! მხარს ვუჭერ არა მხოლოდ უკრაინის [ოკუპაციას], არამედ ყოფილი რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის კიდევ არაერთი ტერიტორიის დაბრუნებას, რომლებიც უკან უნდა დაგვიბრუნდეს, რადგან ისინი ჩვენმა წინაპრებმა დაიპყრეს. ჩვენ უკვე ადამიანური რესურსიც აღარ გვყოფნის იმისთვის, რომ უბრალოდ დავუპირისპირდეთ უკრაინას და მასთან ომი ვაწარმოოთ. ჩვენ რუსი მამაკაცები აღარ გვყოფნის! კიდევ ორი-სამი რესპუბლიკა გვჭირდება, საიდანაც სამხედრო და სამუშაო ძალის შევსებას შევძლებთ“ - თქვა რუსმა პროპაგანდისტმა, ზახარ პრილეპინმა მოსკოვის წიგნის ბაზრობაზე სიტყვით გამოსვლისას.