პოლიტიკა

კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა

14 სექტემბერი, 2026 - 14:22
კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
 
"20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებს ვემსახურები. ჩემი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შევეცდები ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, უსაფრთხოების გაძლიერებას და დიდი პატივი იქნება ჩემთვის ამ თანამდებობის დაკავება" - აღნიშნა ბორაშვილმა თანამდებობაზე წარდგენისას.
 
ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილე იყო. უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბორაშვილი ამ თანამდებობაზე 2025 წლის 4 სექტემბერს, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაინიშნა. იქამდე კი სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა