საზოგადოება

სამთავროს მონასტერში ნაკურთხი ხატი მოსკოვში ჩაიტანეს და დონის ღვთისმშობლის ხატის ტაძარს აჩუქეს

14 სექტემბერი, 2026 - 18:17

სამთავროს მონასტერში ნაკურთხი ხატი მოსკოვში ჩაიტანეს და დონის ღვთისმშობლის ხატის ტაძარს აჩუქეს. ინფორმაციას რუსეთში არსებული ქართული დიასპორა ავრცელებს

„მოსკოვში, ღვთისმშობლის დონის ხატის ტაძარში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - საჩუქრად გადასცეს საქართველოში დაწერილი ხატი. ეს წმინდა ხატი ცნობილი არტისტის, სოსო პავლიაშვილისა და მართლმადიდებლური ინიციატივების აქტივისტის, ინა შაგინიანის სულიერი შრომისა და ინიციატივის ნაყოფი გახდა. სიწმინდე საზეიმო ვითარებაში გადაეცა დონის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის ნამესტნიკს, მიტროპოლიტ თეოგნოსტეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა რუსეთის ქართველთა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე" - წერს დიასპორა