უცხოეთი

Kyiv Independent: მოკლულია რუსეთის 51-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ- ლეიტენანტი სერგეი მილჩაკოვი

14 სექტემბერი, 2026 - 19:26

მოკლულია რუსეთის 51-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი მილჩაკოვი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kyiv Independent რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ის ოკუპირებული დონეცკის ოლქში რუსეთის სამხედრო სამეთაურო პუნქტზე 26 აგვისტოს განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა. ამ დროისთვის რუსეთს მილჩაკოვის სიკვდილი ოფიციალურად არ დაუდასტურებია