შენ არასოდეს გამოგივა არჩევნების ჩაშლა და რუსეთისთვის ტკივილის მიყენება... შეწყვიტე მსოფლიოში სიარული და ჩვენი რუსეთის დაშინება | "პუტინის რაზმების" წევრები ზელენსკის
მოძრაობა „პუტინის რაზმების" წევრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავენ: „პუტინის რაზმები გაფრთხილებთ, ზელენსკი! შეწყვიტე სამყაროს დაშინება. შენ იცი, რომ ჩვენთან არჩევნები იქნება, 3 დღე, ხომ არ დაგვიწყებია, რომ ნებისმიერ დღეს შეგვიძლია ხმის მიცემა. შენ არასოდეს გამოგივა არჩევნების ჩაშლა და რუსეთისთვის ტკივილის მიყენება. იჯექი და ჩუმად იყავი. რუსეთი იყო, იქნება და კიდევ უკეთესიც იქნება! შენ რატომ არ მიდიხარ არჩევნებზე? ხომ იცი, რომ არაფერი არ ხარ და არავინ არ გქვია. დადიხარ იქ, შენს უკრაინაში, ჩვენს რუსეთს ლაფს ასხამ, ჩვენს პრეზიდენტს ამცირებ. დაიმახსოვრე და დადუმდი! შეწყვიტე მთელი მსოფლიოს დაშინება, რუსეთი კი ჩაატარებს არჩევნებს, თანაც ისე, როგორც ყოველთვის - მშვენივრად! და ავირჩევთ მათ, ვისაც ხალხი ისურვებს, რომ აირჩიოს, დაიმახსოვრე ეს! ჩვენთან რუსეთია, ჩვენთან დემოკრატიაა, აი შენთან კი წმინდა წყლის ტყუილია! ტყუილია! ტყუილია! შეწყვიტე მსოფლიოში სიარული და ჩვენი რუსეთის დაშინება. არჩევნებს კი ჩვენ ჩავატარებთ"