უცხოეთი

აშშ-მა რუსულ VTB Bank-ს ირანულ ბანკებთან კავშირების გამო ახალი სანქციები დაუწესა

15 სექტემბერი, 2026 - 09:28
აშშ-მა ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისთვის რუსულ ვითიბი ბანკს ახალი სანქციები დაუწესა | ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ. როგორც ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რუსული ბანკი ირანს სანქციების ავლაში ეხმარებოდა.
 
ვითიბი ბანკი მანამდეც იყო დასანქცირებული. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ის 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაასანქცირა.