პოლიტიკა
კობახიძემ კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დანიშნა
15 სექტემბერი, 2026 - 11:10
კობახიძემ კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დანიშნა.
"მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა კულტურის მინისტრის თანამდებობა" | აღნიშნა კობახიძემ
მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში მან გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
"ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მე მაკისრია, როგორც გუნდის ასევე იმ თითოეული ადამიანის წინაშე, ვინც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა ეს არამხოლოდ შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობის ნაწილია და სწორედ ის ენაა, რითიც ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს" | თქვა ბითაძემ კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ.