ჩვენი მიზანში ამოღებით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიცია აკრძალოს | გახარია
"ქართულმა ოცნებამ" ჩვენი პარტია -"საქართველოსთვის" - საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელს დაამატა, რომლის მიზანიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.
უმძიმესი შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრულად ვმონაწილეობდით ყველა არჩევნებში, რადგან ეს მიგვაჩნია პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად. ამჟამად ჩვენი გუნდი ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პარლამენტში მუშაობას აგრძელებს.
ჩვენი მიზანში ამოღებით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში ერთადერთი ფუნქციური საპარლამენტო ოპოზიცია აკრძალოს.
მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობისა, ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიის ყოფნაც კი ვერ აიტანა, რადგან მათ კრიტიკული ხმის საპასუხოდ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ.
ეს არის ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დასამყარებლად და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად.
დაგვაკანონებენ, აგვკრძალავენ თუ არა, ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული თუ ევროატლანტიკური კურსის დაცვისგან." | ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში, როემელსაც ის X-ზე ავრცელებს.
ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვისთვისაც მიმართავს | ამის შესახებ ოცნების ლიდერმა კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, გუშინ, 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ოცნება ახლა უკვე 5 პოლიტიკური ძალის - კოალიცია ცვლილებისთვის, ენმ-ს, ლელო-ძლიერი საქართველოს, ფედერალისტებისა და გახარია-საქართველოსთვის აკრძალვას ითხოვს.