უცხოეთი

თუ პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვება, პოლონეთის სახელმწიფოებრიობა ორ-სამ დღეში შეწყვეტს არსებობას | პატრუშევი

15 სექტემბერი, 2026 - 13:19

„თუ პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთვება, ჩვენი ქვეყანა გამოიყენებს ძალებისა და რესურსების მთელ არსენალს და პოლონეთის სახელმწიფოებრიობა ორ-სამ დღეში შეწყვეტს არსებობას“, - აცხადებს პუტინის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი.

ის ამ კომენტარით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის რუსეთზე სამხედრო უპირატესობის შესახებ.

"პოლონური დიპლომატიის ხელმძღვანელს აშკარად არაპროფესიონალურად აქვს შეფასებული ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძალა და უარს ამბობს იმის გაგებაზე, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს რუსეთის შეიარაღებული ძალები არავითარ შემთხვევაში არ იყენებენ თავიანთ სრულ პოტენციალს“, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ.

სიკორსკიმ მანამდე კიევში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატოსა და პოლონეთის ავიაციისა და მაღალი სიზუსტის იარაღის უპირატესობის გათვალისწინებით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში დასავლეთის მოკავშირეები მოსკოვს სწრაფად დაამარცხებდნენ.