საზოგადოება

დიდუბეში მატარებლის შეჯახების შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა

15 სექტემბერი, 2026 - 20:49

დიდუბეში მატარებლის შეჯახების შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა - ინფორმაცია მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ლიანდაგებზე გადადიოდა, რა დროსაც ბათუმი-თბილისის მატარებელი შეეჯახა.

შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს